"40 წელი ბრძოლა საქართველოსთვის" - დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები პარტიის აღდგენის თარიღს აღნიშნავენ
პოლიტიკა - 03:28, 08 Feb, 2021     1522
8 თებერვალს, 4 ათეული წლის წინ, ეროვნულ განმათავისუფლბლი მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ჭანტურიამ რამდენიმე მის თანამოაზრესთან ერთად, საბჭოთა იმპერიის პირობებში, იატაკქვეშეთში აღადგინა ილია ჭავჭავაძის იდეებსა და პროგრამაზე აღმოცენებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

როგორც ცნობილია, იმდროინდელი კანონების მიხედვით, საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ორგანიზებული მოქმედება, უმაღლეს სასჯელს ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, ილიას იდეურმა მემკვიდრეობამ და 1917 წელს სპირიდონ კედიას თავმჯდომარეობით ოფიციალურად დაფუძნებულმა ეროვნულ-დემოკტრატიულმა პარტიამ, 1981 წელს ახალი სიცოცხლე შეიძინა.

პარტიის აღდგენის უმთავრესი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა იყო. ამ იდეისთვის ბრძოლას შეეწირა გიორგი ჭანტურია.

პარტიის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები, საგანგებოდ შეიკრიბებიან გიორგი ჭანტურიას საფლავთან. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, ედპ-ის ოფისში პერიოდულად გაიმართება ძველი და ახალი ეროვნულ-დემოკრატების შეხვედრები, რომლის მიზანიც არის თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ეროვნული რესურსის თავმოყრა, ჩართულობის გაზრდა და მათი გამოცდილების გაზიარება.

"40 წელი ბრძოლა სამშობლოსათვის..! საქართველოს ისტორიაში იყო და დღესაც არის პერიოდი, როცა ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩვენგან სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, ეს ძალისხმევა კი დღეს ეროვნული ძალების თავმოყრაში გამოიხატება. ჩვენი საქმე ეროვნული მოძრაობით არ დასრულებულა, არამედ დღესაც გრძელდება. პერიფრაზს გავაკეთებ ცნობილი სიტყვების: ჩვენ ვიქნებით ყველგან და ხელს შევუწყობთ იქ, სადაც ქართული საქმე კეთდება და ხელს შევუშლით, ყველგან, სადაც ეს საქმე ფუჭდება!" - წერს ფეისბუქის გვერდზე ედპ-ის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42