თეოლოგი ბასილ კობახიძე ეხმიანება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მღვდელი დავით მექვაბიშვილი არასრულწლოვანს ძალის გამოყენებით ნათლავს.
კობახიძის შეფასებით, საქართველოს 2 ვირუსი აქვს ერთი კორონა და მეორე ჩვენი მამაოები - მისივე თქმით, მექვაბიძე "შავბნელი და უსინდისო" მამაოა.
მისივე თქმით, ცალკე უბედურება ისაა, რომ მექვაბიშვილს მისმა მრევლმა და სხვა სასულიერო პირებმა მხარი დაუჭირეს.
თეოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ როგორც კორონავირუსისგან, ისე მამაოებისგანაც უნდა დაიცვას თავი.
"ორი ვირუსი აქვს საქართველოს, ერთი კორონა და მეორე ჩვენი მამაოები, რადგანაც უამრავი ახალგაზრდა მღვდელი მივიდა და სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა მას. “ჩვენი გმირობა მამაო, გაიხარე” , “ვაჟკაცი ხარ” , ” შენ ქრისტიანობისთვის იდევნები” და ბავშვზე არავინ არაფერს წერს. მეორე უბედურება კიდევ ის არის, რომ ახალგაზრდა მრევლის წევრები ასევე მხარს უჭერენ და ეუბნებიან: ჩემო ტკბილო მამაო, შენა ხარ მანათობელი ეკლესიისა და ასე შემდეგ. უნდა ითქვას, რომ მრევლის აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არ იწვევს პროტესტს, როგორც არ გამოიწვია პროტესტი მამა თადეოზ სარალიძის კაციჭამიურმა ქადაგებამ, რომ ბავშვები უნდა დახოცოს ღმერთმა”,– ამბობს ბასილ კობახიძე ტვ პირველთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






