აქცია კიევში საქართველოს საელჩოსთან - ქართველი სამართალდამცველების მიერ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ბრალდებულების ახლობლები.
დაკავებულების ახლობლები ირწმუნებიან , რომ უკრაინის მოქალაქეები უსაფუძვლოდ არიან დაკავებული და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ მათ შესაბამისი წერილი საქართველოს ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათთვის პასუხი არავის გაუცია.
"საკითხი დგას - დიპლომატიური სკანდალია, ორი პირი არის მძევლად, უკრაინის მოქალაქე, ქართულ ციხეში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლებს გარეშე. ამ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს", - ამბობს დაკავებულების ადვოკატი ბექა ბასილაია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს იმედი აქვს სასამართლო პროცესი სამართლიანად ჩატარდება და მათი მოქალაქეები გათავისუფლდებიან.
ცნობისთვის, დაკავებულების წინასასამართლო სხდომა ბათუმში, 10 თებერვალს არის ჩანიშნული.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე 2020 წლის 28 ნოემბერს შავ ზღვაში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






