"თავისუფლება ზაზა გახელაძეს" - აქცია სოფელ ქვემო ჭალაში
პოლიტიკა - 12:02, 07 Feb, 2021     882

"თავისუფლება ზაზა გახელაძეს" - საპროტესტო აქცია გატაცებულის მშობლიურ სოფელში, ჭალაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს და მის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"შევეცდებით, რომ ჩვენს ირგვლივ გავაერთიანოთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტები. საზოგადოებაც შემოგვიერთდება, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა, საქართველოს პრობლემაა და ყველა უნდა გავერთიანდეთ,"- აცხადებს აქციის მონაწილე.

აქტივისტების თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსეთს რომ შეესრულებინა, ახლა ეს არ მოხდებოდა და ეს შედეგები არ იქნებოდა.

"2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება რუსეთს რომ შეესრულებინა, ახლა ეს არ მოხდებოდა და ეს შედეგები არ იქნებოდა. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიტყვიერი მოწოდებებით და ქმედითი ნაბიჯები გაატარონ რუსეთის ფედერაციასთან. საერთაშორისო დონეზე უნდა მოვითხოვოთ მხარდაჭერა, ეს არ არის პირველი და არც ბოლო შემთხვევა იქნება თუ ასე გაგრძელდა,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, ტყვეობის მორიგი ფაქტი საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ერთხმად დაგმეს, საკითხზე მუშაობის გააქტიურება პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42