პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომელიც რუსთაველის გამზირზე დაუმორჩილებლობის მარშს ესწრება, აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, ხალხს ერთადერთი გზა რჩება და ეს გზა დაუმორჩილებლობაა. მისი თქმით, არ არსებობს პროტესტი, რომელსაც შედეგი არ მოყვება:
“მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავის ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და გადასულია ადამიანების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაზე, ასევე აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ზიანს, რომელიც ადგება ადამიანებს, ერთადერთი იარაღი რჩება დაუმორჩილებლობა და ამიტომ, ჩვენ ვართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც აცხადებს დაუმორჩილებლობას. ყველა პროტესტს აქვს აზრი და შედეგი. მე არ მაინტერესებს, როდის მოუწევთ ამის გაკეთება, მე მაინტერესებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არის ლეგიტიმური მიზეზი, გავაპროტესტო და მოვითხოვო ის, რაშიც ვარ მართალი. არ არსებობს პროტესტი, რომელსაც არ მოყვება შედეგი”, - აცხადებს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სტარტი აიღო დაუმორჩილებლობის მარშმა - დემონსტრანტები ამ პერფორმანსით დაწესებულ შეზღუდვებსა და ე.წ. კომენდანტის საათს აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები






