"ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯაძაძემ ევროპარლამენტარების გზავნილთან დაკავშირებით მთავარ არხზე ისაურა და განაცხადა, რომ თეა წულუკიანს ამ გზავნილით პირდაპირ უთხრეს, რომ ის უზრდელია:
"ცუდი ტონი რას ნიშნავს ადამიანურ ენაზე? ნიშნავს, რომ უზრდელობაა. თეა წულუკიანს პირდაპირ უთხრეს, რომ ის უზრდელია. ეტყობა, წულუკიანმა ჩათვალა, რომ მას ჰარცელთანაც ისე შეუძლია ლაპარაკი, როგორც, მისი ჭკუით, ოპოზიციას ელაპარაკებოდა - გახსოვთ თქვენ, რას ამბოდა: "ოპოზიციამ შავები ჩაიცვას" და მისთანები... ვფიქრობ, მისთვის დიდი პატივია, ამდენ ხანს რომ მასზე ვლაპარაკობთ, ისე კი, მადლობის მეტი რა გვეთქმის, რაც მეტ ასეთ სისულელეს იტყვიან და გააკეთებენ, ჩვენთვის უკეთესია", - განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტერებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ნომრის გაჟღერებასთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრის საქციელი უსიამოვნოდ და არაეთიკურად შეაფასეს, რომელმაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება დაარღვია. წერილში ევროდეპუტატები თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციას ახსენებენ და მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წესიერების მაღალი ხარისხი დაამყაროს.
მასალის გამოყენების პირობები






