ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში სასამართო გადაწყვეტილებასა და მის პროკურატურაში დაბარებაზე ისაუბრა. მელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, "ერთი თმის ღერიც" ვერ ჩამოუვარდება თავიდან:
"ყველა უკანონობას აქვს ლიმიტი, ყველაფერს აქვს საზღვარი, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ის უსამართლობის სიმბოლო, რაც მაჯაზე მეკეთა, მომეშორებინა და ეს იყო ერთგვარი პროტესტი, რა გააკეთა "ოცნებამ?" ის ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში, წარმოედგინა ახალი სამაჯური და ეთქვა: აი, თქვენ რომ სამაჯური გადააგდეთ, ახალი სამაჯური მოგიტანეთ... ამის ნაცვლად, ისინი წავიდნენ სასამართლოში...
ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია... ერთი თმის ღერიც ვერ ჩამომივარდება თავიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ბევრნი ვართ, ძალიან ბევრნი ვართ იმისთვის, რომ ეს ადამიანი, რომელიც წამოგვაჯდა კისერზე, მინიმუმ, კისრიდან ჩამოვაგდოთ... არ გვაწუხებს, კისერზე რომ გვაზის?"- განახადა ნიკა მელიამ "მთავარ დებატებში".
მასალის გამოყენების პირობები






