ავროპარლამენტარების წერილის მთავარი ადრესატი არჩილ თალაკვაძე ჯერ-ჯერობით არ აკეთებს კომენტარს გზავნისლის შინაარსთან დაკავშირებით, თუმცა, კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების ახალწვეულმა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა და აღნიშნა, რომ წერილის მთავარი გზავნილი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლის მხარდაჭერაა. როგორც თავად განმარტა, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაეხმარონ ოპოზიციას პროცესის რადიკალიზაციაში:
"აქამდეც ღიად ამბობდნენ - მოხდეს პროცესების ნორმალურ პოლიტიკურ სივრცეში გადატანა და რადიკალიზაციას ხელი არ შევუწყოთ, ამას გვთხოვენ. მოგვიწოდებენ, რომ ნუ შევუწყობთ ოპოზიციას ხელს რადიკალიზაციაში. ამ კონფლიქტში ყოველთვის ორივე მხარეს აქვს პასუხისმგებლობა" - განაცხადა დავითულიანმა.
რაც შეეხება ტრატეგიული პარტნიორების მწვავე კრიტიკას წულუკიანის ქმედებაზე, ოცნების დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა თავდაპირველად ოპოზიციამ დანერგა:
"ეს არ არის სასურველი, თუმცა ეს პრაქტიკა დაამკვიდრა ოპოზიციამ, როდესაც საჯაროდ, მათ მიტინგებზე, ცხადდებოდა ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ტელეფონის ნომრები" - განმარტა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტერებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ნომრის გაჟღერებასთან დაკავშირებით წერილი გამოუგზავნეს, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრის საქციელი უსიამოვნოდ და არაეთიკურად შეაფასეს, რომელმაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება დაარღვია. წერილში ევროდეპუტატები თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის ფუნქციას ახსენებენ და მოუწოდებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წესიერების მაღალი ხარისხი დაამყაროს.
მასალის გამოყენების პირობები






