"ქართულ ოცნებას“ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით შევთავაზეთ სასწაული პირობა, თუ დაგვთანხმდებიან, პარლამენტში შევალთ" - მეგრელიშვილი
პოლიტიკა - 22:35, 05 Feb, 2021     1285

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" შესთავაზეს "სასწაული პირობა" ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით და თუ დათანხმდებიან პარლამენტში შევლენ.

მეგრელიშვილი თვლის, რომ ახლა მთავარია შერიგება და მშვიდობა, რის შემდეგაც შეიძლება რაიმე პოზიტიურზე ფიქრი - მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ან "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.

"ჩვენ "ქართულ ოცნებას“ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით შევთავაზეთ სასწაული პირობა - თუ ისინი დაგვთანხმდებიან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ პარლამენტში შევალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგებიც, სრული შემადგენლობით ამ საკითხის გადასაწყვეტად შემოვლენ პარლამენტში და ერთად მივიღოთ ახალი კონსტიტუცია. თუ ჩვენ ვერ შევკრებთ საკმარის რაოდენობას, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის, ამისათვის პოლიტიკურ პასუხს ვაგებთ ჩვენი დაპირებით და მხოლოდ ჩვენ შევალთ პარლამენტში. ჩვენი პოზიციაა, რომ საჭიროა პარლამენტში შესვლა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ეს რომ მოხდეს, იქ მართლა პარლამენტი უნდა იყოს და საჩხუბრად არ უნდა მივდიოდეთ, რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ. ამ მიზნით, ჯერ გვინდა ეს მოლაპარაკება ბოლოში გავიყვანოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ ქვეყანა შევცვალოთ. ამის წინადადებები მართლა დევს იმ მაგიდაზე. რომელიღაც დიდმა პოლიტიკურმა ძალამ - „ქართულმა ოცნებამ“ ან "ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გადადგას პირველი ნაბიჯი.

მთავარი არის შერიგება და მშვიდობა, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ რაიმე პოზიტიურზე ფიქრი.

ჩვენ შეიძლება ვითამაშოთ ისეთი როლი, რომ რაღაც პროცესები დავაჩქაროთ, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებები არ არიან „ლელო“ და „გირჩი“, მთავარი ფოკუსი დღეს უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ახლა რაღაც საბავშვო თამაში მიმდინარეობს, ნიკა მელია თამაშობს მაგარი ბიჭის როლს და ისინი თამაშობენ კანონის დამამკვიდრებელი მთავრობის როლს და საგიჟეთია სინამდვილეში“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42