ევროაპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ,თეა წულუკიანის მიერ პარლანენტში ნიკა გვარამიას ნომრის საჯარო გამოცხადებას ეხმაურება და განაცხადა, რომ "ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა".
ევროპარლამენტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო სესიაზე სხვისი პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება კატეგორიულად მიუღებელია.
"ჩვენ საქართველოს მხარდამჭერები და მეგობრები ვართ. ჩვენი სურვილია ვნახოთ საქართველო, როგორც დემოკრატიის მოწინავე ქვეყანა, გვჭირდება საქართველოში ყველამ გაიგოს, რომ პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება პოლიტიკური სტანდარტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. საზოგადოდ, ყველას თვალწინ საპარლამენტო სესიაზე სხვისი პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება კატეგორიულად მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს თუ, ვინ გააკეთებს ამას ეს წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს", - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი "მთავარ არხთან".
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის გამოსვლას პარლამენტში ევროდეპუტატების მკაცრი და მწვავე განცხადება მოჰყვა. ერთობლივ წერილში, რომელიც დღეს მათ პარლამენტის თავმჯდომარეს გამოუგზავნეს, თალაკვაძეს საკუთარი ფუნქციები შეახსენეს.
აქვე, კუბილიუსიც გამოეხმაურა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოცხადებას "არასწორ საქციელს" უწოდებს - მისი თქმით, "პირველ რიგში პასუხისმგებლობა მმართველ პარტიაზეა".
მასალის გამოყენების პირობები






