მას შემდგ რაც ზაზა გახელაძის ოჯახმა, ნათესავებმა და მეგობრებმა აღაიანთან ავტომაგისტრალი გადაკეტეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები იგოეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს პოლიციის განყოფილება ოჯახის წევრებმა და აცხადებენ, რომ თუ ხელისულება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს და კიდევ გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს.
"არ მინდა ამ ამბავს პოლიტიკური ელფერი მივცე მხოლოდ ვითხოვ ჩემი შვილის გათავისუფლებას. სამართლიანია ეს გადაწყვეტილება? ეს ამბავი რომ გავიგე სხვა ვერაფერი მოვიფქრე. ჩემი შვილი 7 თვეა უსამართლოდ ყავთ დაჭერილი, ხელისუფლება კი ერთსა და იმავეს გვიმეორებს: ვმუშაობთ, ვმუშაობთო, აგერ ვნახე ამ 7 თვის ნამუშევარი. კიდევ გავაგრძლებთ აქციებს და კიდევ ბევრჯერ გადავკეტავთ გზებს თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს" , - აცხადებს გახელაძის დედა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და თვეები უკანონო პატიმრობაში ყავდათ 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






