ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც წულუკიანის განცხადებების შესახებ თალაკვაძისთვის მიწერილი წერილის ერთ-ერთი თანაავტორია აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩის , კარლ ჰარცელის ,მიმართ მმართველი გუნდის წარმომადგენლების ლექსიკა "დიდი შეცდომაა".
ევროპარლამნეტარის შეფასებით, ელჩმა ჰარცელმა დიდი ენერგია ჩადო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის და მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს შეწყვიტონ ბრძოლის რეჟიმში საქმიანობა.
"ჩვენ სწორედ ამაზე მოვახდინეთ რეაგირება, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ლიდერებმა, მათი გვარები ცნობილია ყველასთვის, დაადანაშაულეს ევროკავშირის ელჩი ჰარცელი. ეს არის დიდი შეცდომა. მისი დადანაშაულება მიუღებელია", - ამბობს კუბილიუსი.კუბილიუსი თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოცხადებას ეხმაურება და "არასწორ საქციელს" უწოდებს."პირველ რიგში პასუხისმგებლობა მმართველ პარტიაზეა", - განაცხადა კუბილიუსმა "ფორმულასთან".
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარებმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ტელეკომპანია მთავარის დირექტორის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების გამო, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დღეს უმწვავესი წერილი მისწერეს - წერილში ევროპარლამენტარებმა წულუკიანის მიერ "პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევას" არაეთიკური, უსიამოვნო და სამწუხარო უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






