"პირობას გაძლევთ არ მივცემთ მოსვენების საშუალებას, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად გაათავისუფლონ" - ზალკალიანი გახელაძის "განაჩენზე"
პოლიტიკა - 19:30, 05 Feb, 2021     1055

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი , ზაზა გახელაძისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოტანილ "განაჩენს" ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია.

ზალკალიანი ამბობს, რომ კოლეგებთან ჰქონდა კომუნიკაცია და მისივე თქმთ, ყველა ორმხრივი ფორმატის ფარგლებში დამგმობი განცხადებები იქნება.

მინისტრი პირობას დებს, რომ ყველა ქმედითი ნაბიჯი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქე ზაზა გახელაძე იყოს დროულად გათავისუფლებული.

"უკვე მქონდა ბევრ ჩემს კოლეგასთან აქტიური კომუნიკაცია, ჟენევის ყველა მთავარი აქტორი არის ინფორმირებული, გაძლიერდება ზეწოლა, ყველა ფორმატში, მათ შორის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფორმატში, მათ შორის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფორმატში, გაერო-ს გენერალური ასამბლეისა და ასევე, უშიშროების საბჭოსა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში, ნატო-ს ფორმატში; ყველა ფორმატი, ორმხრივი ფორმატები იქნება მაქსიმალურად გამოყენებული. იქნება დამგმობი განცხადებები და არ მივცემთ მათ მოსვენების საშუალებას – მე ამის პირობას გაძლევთ, ისე როგორც ყველა წინა უკანონო დაკავების დროს იყო გაკეთებული; ყველა ქმედითი ნაბიჯი იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქე ზაზა გახელაძე იყოს დროულად გათავისუფლებული“ ამბობს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს დღეს 12 წლითა და 6 თვით "პატიმრობა" მიუსაჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42