ეს არის მთავრობის ძალიან დიდი ჩავარდნა, რომ ჩვენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება - კაპანაძე
პოლიტიკა - 18:26, 05 Feb, 2021     1083

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ზაზა გახელაძის საქმის მიმართ.

კაპანაძის თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან დიდი ჩავარდნა, ხოლო მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ რაიმე რეაგირება მოახდინოს, პირიქით, იმაზე ზრუნავს, რომ გახელაძის ოჯახს კონტაქტი არ ჰქონდეს ოპოზიციასთან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქარველოს შემუშავებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტური ამოქმედება მოახდენდა ამგვარი ფაქტების პრევენციას, თუმცა ხელისუფლებას ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

„ეს არის ძალიან დიდი ჩავარდნა მთავრობის, რომ ჩვენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება, სრულიად უდანაშაულო, არაფერი არ დაურღვევია და ის, რომ სახელმწიფო სამსახურები რეაგირებით კი არ არის დაკავებული, არამედ უშიშროება იმაზე ზრუნავს, რომ ოპოზიციასთან კონტაქტი არ ჰქონდეს ოჯახს და რაიმე ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ აცდენილები არიან რეალობას და აცდენილი აქვთ აქცენტები მთავარ პრობლემებზე.

ამიტომ იყო მნიშნელოვანი, რომ ეფექტური ყოფილიყო ამოქმედებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ევროპულმა საქართველომ შესთავაზა და მაშინ გაიტანა პარლამენტში და ჩვენ ვიცით, რომ მას შემდეგ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ რომ ეს სია ყოფილიყო ეფექტური და ეს ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მოქალაქეების წამებაზე, მოკვლაზე, უკანონო დატყვევებაზე მათ შორის, რომ მათ მიმართ ყოფილიყო სანქციები გატარებული, ეს იქნებოდა გარკვეული ტიპის პრევენცია, რომ მსაგვსი რამეები აღარ მომხდარიყო და არარ მოხდეს მომავალში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42