ნიკა მელიას რჩევა "ოცნებას": იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ გირაოს თანხის ასაგროვებლად, პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ
პოლიტიკა - 17:59, 05 Feb, 2021     1045

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ხელისუფლებას მიმართავს და გირაოს თანხის ამოღებასთან დაკავშირებით რჩევას სთავაზობს. მელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მივმართავ „ქართული ოცნებას“ - ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით :

იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ - „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“

სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!

პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას" - წერს მელია ფეისბუკის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელია სასამართლოს მიერ დაწესებული გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარა. საქმე ეხება 31 არჩევნების მომდევნო დღეს გამართულ აქციაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის მოხსნას, რომლის გამოც სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მელიამ კი დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან ის ყველას წინაშე მართალია და უსამართლობასთან ბრძოლა უწევს, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42