"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარების ფაქტს პოლიტიკური ანგარიშსწორების მდელობად აფასებს და აცხადებს, რომ შოთაძის უწყება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს:
ბული ბრალი თავიდანვე იყო აბსურდული, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კი, პარლამენტის შენობასთან არ იყო სასიამოვნო ის ინციდენტები, რაც სპეცრაზმელებთან ხდებოდა, ძალიან არასასიამოვნო იყო, მაგრამ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას, მითუმეტეს, ნიკა მელიას მეთაურობით, ადგილი არ ჰქონია, ეს არის ფაქტი და მაშინაც და როგორც ჩანს, ახლაც პროკურატურა პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს ამ ყველაფერს და მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური ნიშნით დაატარებენ პროკურატურაში. რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, თუ დააშავებ და არც პოლიტიკოსობა და პარტიის თავმჯდომარეობა არ უნდა იყოს არაფრის გარანტი. კანონის უზენაესობა არის ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა, რომ ყველა დიდიან პატარიანად ვიყოთ თანასწორი კანონის წინაშე, მაგრამ ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ ნიკა მელია სასამართლოს მიერ დაწესებული გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარა. საქმე ეხება 31 არჩევნების მომდევნო დღეს გამართულ აქციაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯურის მოხსნას, რომლის გამოც სასამართლომ გირაოს სახით 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






