ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.
ოპოზიციონერის ინფორმაციით, ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის მწვავედ წამოჭრის ნაცვლად, აბაშიძე–კარასინის ფორმატს მისდევს და იქ რუსული ვაქცინის საქართველოში შემოტანას განიხილავს.
"ამ წლების განმავლობაში, რაც შექმნა ხელისუფლებამ, ოკუპაციის მიმართულებით, ეს არის ურცხვი, უტიფარი ფორმატი აბაშიძე – კარასინის, რომელზეც ახლა განიხილავენ მხოლოდ რუსული ვაქცინის შემოტანას საქართველოში, ჩვენ ვითხოვთ, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები გახელაძის გათავისუფლებისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის დღის წესრიგში მწვავედ დაყენებისთვის, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გაათავისუფლონ გახელაძე. ვისმენთ იმას, რომ აბაშიძე კარასინს ელაპარაკება კვირაში რამდენჯერმე და განიხილავენ რაღაც სისულეეებს." – განაცხადა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






