"ძვირფასო ოპოზიციავ, სწორედ ასე დასრულდება ქართული ოცნება" - გვარამია ოპოზიციას მიმართავს
პოლიტიკა - 16:32, 05 Feb, 2021     2993
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბიბს, რომ ოპოზიციისგან სურთ, დღის წესრიგის შექმნა დაიწყონ. მისი თქმით, სწორედ ასე დასრულდება საქართველოში "ოცნება".
"ძვირფასო ოპოზიციავ, ჩვენ არ ველოდებით და არ მოვითხოვთ თქვენგან ასიათასიან მიტინგს (ყოველ, შემთხვევაში, ჯერ), არც ხელისუფლების მყისიერ გადაგდებას, არა. ჩვენ გვინდა (და არა - მოვითხოვთ), რომ დაიწყოთ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა და არ იყოს ალეკო ელისაშვილის და თეა წულუკიანის ტექსტები მთავარი განხილვის საგანი.
აი, ნაცმოძრაობის განახლება - პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
აი, ბათუმში მუდმივი აქცია (თავისუფლების კვარტალი) - პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
აი, სირცხვილიას აქციები, დაგეგმილიც (პროაქტიული) და სპორადულიც (რეაქტიული) - პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
აი, მოძრაობა საქართველოსთვის (2020ის სახელითაც იცნობენ) კარვები პარლამენტთან - პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
აი, გიორგი ვაშძის რეგიონებში სიარული - პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.
აი, ნიკა მელიას ბრიფინგი - არ გადავიხდი, დამიჭირეთ, - პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.სწორედ ასე დასრულდება ქართული ოცნება, რომელიც ისედაც თვითგანადგურების რეჟიმშია. მერე ის ასიათასიანი მიტინგიც იქნება და ყველაფერი დანარჩენიც.აბა თქვენ იცით! არ გაგვაწბილოთ! სხვისი იმედი არც გვაქვს და ვერც გვექნება - ხმა თქვენ მოგეცით, თქვენ აგირჩიეთ და ცვლილებებსაც თქვენგან ველით! მთავარი - ქვეყნის გადარჩენას და ბიძინასგან გაწმენდას, სიღარიბის და უსამართლობის დამარცხებას ველით, და ველით მხოლოდ თქვენგან! წარმატებებს გისურვებთ!ps ზოგჯერ კრიტიკაც უნდა აიტანოთ რომ დაიღლებით და ჩამოგეძინებათ, შემოგილაწუნებთ ხოლმე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42