"უნდა მოხდეს ეკონომიკის სრულად გახსნა საერთაშორისო რეგილაციებისა და პროტოკოლის დაცვით" - ენმ ხელისუფლებას მიმართავს
პოლიტიკა - 12:05, 05 Feb, 2021     743
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს მცირე და საშუალო ბიზნესს მოეხსნას ყადაღა და ჯარიმები, რომელიც მათ პანდემიის პირობებში დაეკისრათ.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა გიორგი თარგამაძემ და ზვიად ქვლივიძემ ისაუბრეს.
"როგორც იცით საზოგადოების ძლიერი წნეხის შედეგად, მთავრობას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწია. თუმცა, ეს დაგვიანებული და არასაკმარისია. 2020 წლის განმავლობაში ჩვენმა ეკონომიკამ ძლიერი დარტყმა განიცადა. დაახლოებით 150 ათასმა ადამინმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ეკონომიკა კი კვლავ დაღმასვლას განაგრძობს. არ არსებობს არანაირი ხედვა თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ რთული ვითარებიდან გამოსვლა. შეღავათები რომელიც 8 თებერვლიდან ამოქმედდება არასაკმაია, ის არ ვრცელდება შაბათ-კვირაზე და 21:00საათის შემდგომ პერიოდზე. ხელისუფლებას კი არ აქვს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ დატოვა ეს შეზღუდვები.
ამ რთული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი რჩება - უნდა მოხდეს ეკონომიკის სრულად გახსნა საერთაშორისო რეგილაციებისა და პროტოკოლის დაცვით" - განაცხადა თარგამაძემ.
ზვიდ ქვლივიძემ კი კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, რომელიც არსებულ კრიტიკულ ვითარებას მეტნაკლებად განმუხტავს.
"ხელისუფლებამ ვერ შეიმუშავა ეფექტური, მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომ ქვეყანა ასეთ კრიზისში არ შეეყვანა. ამ რთულ ვითარებაში ბიზნესის ნაწილს ყადაღაც კი დაადეს. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოეხსნას მცირე და საშუალო ბიზნესს ყადაღა და ჯარიმები" - აღნიშნა ქვლივიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42