"უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი გაყალბების შესახებ თავიდანვე სისულელე იყო" - ლევან იოსელიანი
პოლიტიკა - 23:12, 04 Feb, 2021     2445

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი გაყალბების შესახებ იყო სისულელე თავიდანვე და იყო გადაჭარბებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" მიერ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების, "ნაციონალურ მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გარეშე საგამოძიებო კომისია ვერაფერს ვერ დაადგენს.

”პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საგამოძიებო კომისია მაშინ იქნებოდა შედეგის მომტანი, თუ საგამოძიებო კომისია წარმოდგენილი იქნებოდა ოპოზიციით. თუ საგამოძიებო კომისიაში არ იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია, ეს იქნება ფიქცია და ვერავინ შეასრულებს იმ ამოცანას, რომელიც უნდა შეასრულოს, ანუ გამოავლინოს გაყალბება. ჩვენ ვართ პარლამენტში ორი პარტია, რომელსაც არც ერთს არ გვყავდა დამკვირვებლები არჩევნებზე. ჩვენ გვყავდა 50-მდე დამკვირვებელი საბურთალოზე მაშინ, როდესაც სხვა პარტიებს “ევროპულ საქართველოს”, “ნაციონალურ მოძრაობას” და “პატრიოტთა ალიანსს” მთლიანობაში, ჯამში ჰყავდათ 10 000-მდე დამკვირვებელი და კომისიის წევრი. ამ კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს ოქმებს, რომელიც შემდეგ გახდა სადაო, მაგრამ ამ კომისიის წევრებს არ დაუწერიათ საჩივრები ადგილზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ამ პარტიებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები იმიტომ, რომ მათი კომისიის წევრები არიან. მტკიცებულებები ჩვენ გვაქვს საბურთალოზე, რაღაც ნაწილი და საბურთალოს ჩვენ ვერ განვაზოგადებთ მთელ საქართველოზე. ჩვენ დავინახეთ საბურთალოზე რა სიტუაცია იყო, ჩვენ დავინახეთ “ისფედის” მონაცემები, სანამ ის გადასწორდებოდა და შეცვლიდნენ თავის პირვანდელ ჩვენებას და ჩვენ დავინახეთ “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ხელში გვაქვს ყველა მტკიცებულება აბსოლუტურად იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები, კომისიის წევრები, ჩვენ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. მას მერე ჩვენ ვამბობთ, რომ ელჩების თანდასწრებით ვითხოვთ, რომ წარმოადგინონ მათ ეს მტკიცებულებები, მათ სასამართლოში, ხომ შეიტანეს რაღაც დოკუმენტები - აი, რაც სასამართლომ არ განიხილა და მტკიცებულებებად დაურთეს და რასაც თვლიან, რომ ადასტურებს გაყალბებას, ეს დოკუმენტაცია მოიტანონ საგამოძიებო კომისიაში, დავსხდეთ ერთად და მე და ალეკო, პირობას ვდებთ, რომ მათზე უფრო მოწადინებულები ვიქნებით. რომ არ შემოვლენ და რომ ვხედავთ, რომ არ შემოდიან ამიტომ მათ გარეშე ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ მათ გარეშე ეს ყველაფერი დავადასტუროთ. ჩემი ამოცანა ის კი არ არის, მათი “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ნიღბის ახდა, ეს არ მაინტერესებს, ეს არ არის ჩემი ამოცანა - ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ არჩევნები თუ გაყალბდა და ვამბობთ, რომ გაყალბდა ეს დავამტკიცოთ და როდესაც კობახიძემ შემოგვითვალა წინადადება, რომ დამიმტკიცეთ, რომ 1%-იანი გაყალბებას ჰქონდა ადგილიო - იმ დღის მერე ვამბობ, რომ ეს არის ძალიან კარგი წინადადება და მოდით დავამტკიცოთ, წარმოვადგინოთ ეს მტკიცებულებები, მაგრამ დღემდე ასეთი რაღაც წარმოდგენილი არ არის. აქ არის ორი ვარიანტი ან ეს მტკიცებულებები რეალურად არ აქვთ და მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი გაყალბების შესახებ იყო სისულელე თავიდანვე და იყო გადაჭარბებული, ან ეს მტკიცებულებები აქვთ და შეგნებულად არ მოაქვთ და არ ამტკიცებენ.

ჩვენ მზად ვართ შევიდეთ საგამოძიებო კომისიაში, ოღონდ უნდა შემოვიდეს ის ხალხი, ვინც ამ პროცესს მართავდა ვის ხელშიც არის ყველაფერი, ჩვენ ვერ ვიქნებით ვიღაცის იმედად, მითუმეტეს იმ პარტიების, რომლებიც არ არიან დაინტერესებული, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგეს. მე მგონია, რომ საგამოძიებო კომისია საბოლოო ჯამში, თუ ოპოზიცია იმ მოცემულობით, რასაც მე ვამბობ არ იქნება წარმოდგენილი, ვერაფერს ვერ დაადგენს”, - განაცხადა იოსელიანმა გადაცემაში "360 გრადუსში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42