"მეტი თავისუფლება – გირჩის" დამფუძნებელი , ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არასაკმარისია და მთავრობამ დღეს ეს გადაწყვეტილება პროტესტის მუხტის შესამსუბუქებლად მიიღო.
ჯაფარიძის თქმით, ერთი წელია ამ სტრატეგიით "გვხუთავენ" და შეზღუდვები უნდა მოიხსნას აუცილებლად უმოკლეს დროში - ამისთვის კი პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალუ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყენებს:
"შეზღუდვების შერბილება, რომელიც დღეს დააანონსა დე ფაქტო მთავრობის ლიდერმა, კარგია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი.
ასეთი ტიპის შერბილებების და/ან შერბილებების დაპირებების მიზანია ერთი მხრივ პროტესტის მუხტის შემცირება, ხოლო მეორე მხრივ პროტესტისგან იმ სოციალური ჯგუფების ჩამოცილება, რომელთა ინტერესებიც სრულად ან ნაწილობრივ კმაყოფილდება ასეთი შერბილებებით.
ეს უნდა დაგვენახა/გვესწავლა, ერთი წელია ამ სტრატეგიით გვხუთავენ.
ნახევრად-მოთხოვნები - ასე კი არა ისე დაგვარეგულირეთ - არ მუშაობს; სისუსტედ აღიქვამენ და არაფერს გითმობენ.
რაც მუშაობს, არის ერთიანობა, პრინციპულობა და სიმტკიცე; შეეშინდათ მასობრივი დაუმორჩილებლობის და რაღაცა გადმოაგდეს.
ამიტომ:
- ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და უნდა მოიხსნას დაუყოვნებლივ!
- ყველა კორონა-ჯარიმა უნდა გაუქმდეს, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის!
- პროტესტმა კონკრეტული გაკვეთილი უნდა ასწავლოს როგორც დე ფაქტო მთავრობას, ისე ზოგადად პოლიტიკურ კლასს ამ ქვეყანაში -
- ვერავინ ვერასოდეს ვეღარ უნდა გაგვიბედოს იმის გაკეთება, რაც გვჭირს უკვე 1 წელია!
- ეს შეიძლება იყოს ერთადერთი პოზიტიური რამ, რაც შეიძლება გამოვიტანოთ ამ სამარცხვინო და საშიში ყოფიდან
- და ეს უნდა იყოს მიზანი "- წერს ჯაფარიძე "ფეისბუქზე".
მასალის გამოყენების პირობები






