"რომ შევავსო, გამოდის, გამოვედი ბოიკოტის რეჟიმიდან და ავყევი მათ თამაშს" - თემურ ჯანაშია დეკლარაციის შევსების შეტყობინებაზე
პოლიტიკა - 19:47, 04 Feb, 2021     990

გენერალი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ არ აპირებს დეკლარაციის შევსებას, რადგან , მისივე თქმით, შევსების შემთხვევაში გამოვა, რომ გაოვიდა ბოიკოტის რეჟიმიდან და აყვა "ოცნების" თამაშს.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლა იმისთვის არ სჭირდებოდა, რომ იმუნიტეტი მიეღო, არამედ იმისთვის, რომ იქამდე ამომრჩევლის წუხილი მიეტანა და ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეწყო.

"რომ შევავსო, გამოდის, რომ გამოვედი ბოიკოტის რეჟიმიდან და ავყევი მათ თამაშს... პარლამენტში ახლა რაც ხდება, ამას მე "სახლობანას" თამაშს დავარქმევდი, ზოგმა ოპოზიციის სახელი დაირქვა, ზოგმა პოზიციის... რა თქმა უნდა, არასერიოზული იქნება მათი საგამოძიებო კომისიის მუშაობა, მათი საარჩევნო კოდექსი - ამაზე არც ღირს მაყურებლის ყურადღების გამახვილება.

მე პარლამენტში შესვლა იმისთვის არ მჭირდებოდა, რომ იმუნიტეტი მიმეღო, არამედ იმისთვის, რომ იქამდე ჩვენი ამომრჩევლის წუხილი მიმეტანა და ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შემეწყო... ჩემს წინააღმდეგ დაწყებული "პიჯაკების საქმე" ერთადერთი არ არის, რამდენიმე საქმე კიდევ იყო წამოწყებული, რომელიც ვერ მივიდა სასამართლომდე. ამის მიუხედავად, მე უარი ვთქვი მანდატზე და იმუნიტეტზე, რადგან არჩევნები გაყალბდა", - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ "დღის სტუმარში".

თემურ ჯანაშიამ პარლამენტიდან 4 თებერვალს მიიღო შეტყობინება, რომელიც მას, როგორც პარლამენტის დეპუტატს, დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. აქვე გეტყვით, რომ დადგენილ ვადაში დეკლარაციის შეუვსებლობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, გენერალ თემურ ჯანაშიას ბრალი საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვისთვის აქვთ წარდგენილი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42