განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის განცხადებით, კარლს ჰარცელის შეფასება მის საქციელთან დაკავშირებით ელჩის პირადი მოსაზრებაა და ევროკავშირის პოზიციას არ ასახავს. წულუკიანი ამტკიცებს, რომ ჰარცელი პარლამენტში მისი მიწვევით მივიდა:
"კარლ ჰარცელთან შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩემთან დაკავშირებით მისი გუშინდელი განცხადება არის მისი პირადი პოზიცია და პირადი აზრი, რაც ნიშნავს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის. ბატონმა ჰარცელმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი პოზიცია მისი პირადი აზრია. ადამიანს აქვს პირადი პოზიცია და არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვის რა პოზიცია გვაქვს - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქმე ეხება წულუკიანის მიერ პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, რასაც ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ფაქტის შემდეგ მას უსიამოვნებისა და გაკვირვების განცდა გაუჩნდა. მისი თქმით, პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია.
მასალის გამოყენების პირობები






