"ბრძოლა უნდა გაგრძელდეს!" - შაბათს დაუმორჩილებლობის მარში მაინც გაიმართება
პოლიტიკა - 14:07, 04 Feb, 2021     1119

შაბათს, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარში მაინც გაიმართება - ინფორმაციას მოძრაობა სირცხვილიას წევრი შოთა დიღმელაშვილი ავრცელებს.

დიღმელაშვილი დარწმუნებულია, რომ რომ არა საზოგადოების წნეხი, ტრანსპორტს, სკოლებსა და ობიექტებს არ მისცემდნენ გახსნის უფლებას, ეს გახსნაც კი არა ჯანდაცვის, არა ეკონომიკის, არამედ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ განსაზღვრა.

"კრედიტების სუბსიდიაზე წვდომით დაშანტაჟებულ ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის განახლების ნებას რთავენ, თუმცა რაც სახელმწიფოს გასაკეთებელი იყო, საჯარო სკოლებისა და ტრანსპორტის სანიტარული ადაპტაცია - არ გაუკეთებიათ. გახსნას არ აპირებდნენ და ამიტომ? თუ საჭიროდ არ მიაჩნიათ და ამიტომ? ანუ ისევ, არა ვირუსის მართვის, არამედ ბლანკეტური გახსნა-ჩაკეტვების რეჟიმში ვართ. ამოგვაყვინთეს ჰაერის ჩასასუნთქად, როცა წნეხი გაიზარდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მესამე ტალღა კვლავ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდება, ქვეყანას სასუნთქი არხები დაუხშონ", - წერს დიღმელაშვილი.

მისი თქმით, კვლავ რჩება არაკონსტიტუციური კომენდანტის საათი, რომელიც, მისივე თქმით, მხოლოდ საგანგებო რეჟიმისას უნდა გამოიყენებოდეს.

"კომენდანტის საათის "ხიდით" გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე. ამაში გაგვიცვალეს მოპროტესტეებს დროებითი, არაგეგმიური შემსუბუქება.
აქედან ორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ:

  • მარტო ბრძოლას მოაქვს შედეგი;
  • ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

გელით ყველას, შაბათს, 8 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო მსვლელობაზე", - წერს დიღმელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42