პრემიერმინისტრის, თქმით დღეს მიიღება გადაწყვეტილება იმის მიზანშეწონილობის შესახებ, რომ მაგალითად, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის გამო, შესაბამისი ჯარიმა გაორმაგდეს.
"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ჩვენ წესების დაცვის გამკაცრებაზეც უნდა ვიზრუნოთ, ამიტომ ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ, ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდგომ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია", - აცხადებს გიორგი გახარია.
მასალის გამოყენების პირობები






