დავით ჭიჭინაძე ნათია თურნავას ღია წერილით მიმართავს
პოლიტიკა - 10:31, 04 Feb, 2021     871

"ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ის თითს არ უნდა უქნევდეს და ჯარიმებით არ აშინებდეს ადამიანებს, არამედ სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობდეს კრიზისიდან გამოსვლის მიზნით:

"ქალბატონო თურნავა,

ეკონომიკის მინისტრი თითს კი არ უნდა უქნევდეს ადამიანებს, ჯარიმებით აშინებდეს და ბიზნესისთვის სადამსჯელო ოპერაციებს გეგმავდეს,

პირიქით, თქვენ სხვადასხვა პროგრამები უნდა შესთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ ადამიანებმა 2-3 წელში მაინც რომ შეძლონ იმის აღდგენა, რაც პანდემიამდე ჰქონდათ.

4 თებერვალია და „ოცნების“ მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია გეგმა - ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი რომ გადარჩეს და სამუშაო ადგილების ის რაოდენობა მაინც რომ შეინარჩუნონ, რაც მცირე შემოსავლის პირობებში იქნება შესაძლებებლი.

ანუ, როდესაც ბიზნესს სთხოვთ შეზღუდვები დაიცვან, მათ ის მაინც ხომ უნდა იცოდენ რა ელით, ან რას სთავაზობს მთავრობა.

ან რა გახდა საქართველო ასეთი, მითუმეტეს როდესაც ამერიკის ისეთ შტატებშიც კი, (მიჩიგანი, ვაშინგტონი ) სადაც ყველაზე უფრო აქტიურად იკეტებოდა რესტორნები და მსგავსი ბიზნეს სექტორები, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერი გაიხსნა 25%-იანი დატვირთვით.

თან საქართველო, მისი ეკონომიკა, ნამდვილად არ არის ისეთ მდგომარეობაში როგორშიც ამერიკა.

მოკლედ, ფაქტია, „ოცნება“ და მისი მთავრობა, ისევ მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას და მათთვის არც ბიზნეისი და არც ხალხის ბედი არ არის მნიშვნელოვანი.

ამის ერთ-ერთ დასტურად, აქვე შეგახსენებთ, "ოცნების" მთავარი „მუშკეტერის“, ამირან გამყრელიძის, ჯერ კიდე 2020 წლის 22 სექტემბერის მორიგ განცხადებას.

მისი თქმით: „ 5 %-მდე არის მწვანე ზონის ზღურბლი, 5-10-მდე ყვითელი, 10-20-მდე ნარინჯისფერი, 20 %ის ზემოთ კი უკვე წითელი.“

ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა:

მაშინ რატომ არის ჯერ კიდევ ჩაკეტილი მწვანე ზონაში მყოფი ქვეყანა, მითუმეტეს როდესაც თუნდაც 14 ოქტომბერს, 44%-ის პირობებში, ისევ გამყრელიძის განცხადებითვე, თურმე არც საგანგაშო ყოფილა არაფერი და არც ქვეყანა ჩაუკეტავთ?!

გაგრძელება შემდეგ სერიებში..." - წერს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42