"არანაირ ზეწოლას არც პატიმრების და არც მით უმეტეს დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია" - პენიტენციური
პოლიტიკა - 22:58, 03 Feb, 2021     964

სპეციალური პენიტენციური სამსახური, ქუთაისის ციხის პატიმრის ინტერვიუს ეხმაურება.

საუბარია პატიმარზე, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალური ავტორიტეტების დაკვეთით ციხის ადმინისტრაცია მას თავის მოკლვლას აიძულებს.


"2021 წლის 3 თებერვალს ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ დ.ლ.-სთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, თითქოს პატიმარზე დაწესებულებაში ხორციელდება ზეწოლა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, რომელიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და რომ თითქოს პატიმრების მხრიდან დ.ლ.-ზე განხორციელებული ზეწოლა დაწესებულების ადმინისტრაციისგან არის წახალისებული. ამასთან, სიუჟეტში პატიმრის დამ განაცხადა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ პატიმარს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება არ მისცა იმ მიზნით, რომ ბრალდებულს ომბუდსმენის წარმომადგენლისთვის მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებინა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ბრალდებები არის სიცრუე, არანაირ ზეწოლას არც პატიმრების და არც მით უმეტეს დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ამასთან, პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ომბუდსმენის აპარატს, დაინტერესდეს მოცემული საქმით და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის უწყებასთან, ვინაიდან სწორედ პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ სიმართლე გაირკვეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული დ.ლ. ერთ თანამესაკნესთან ერთად იმყოფება საკანში, სადაც 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და ვინაიდან N2 დაწესებულება არის დახურული ტიპის, ბრალდებულს თანამესაკნის გარდა სხვა პატიმრებთან შეხება არ აქვს. შესაბამისად, მასზე სხვა პატიმრების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, არც ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმეზე მოახდინოს ზეწოლა, ვინაიდან პენიტენციურ სისტემას მართავს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობა და არა კრიმინალური ავტორიტეტები.

სრული სიცრუეა ასევე ბრალდებულის დის განცხადება, თითქოს პატიმარს ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი N2 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა დღეს, 3 თებერვალს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იგი ბრალდებულს დაუბრკოლებლად შეხვდა და პირისპირ გაესაუბრა. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებული ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ ომბუდსმენის აპარატი გამოთქვამს სურვილს, გაეცნოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებს (საკანში და ზოგადად დაწესებულებაში ბრალდებულის გადაადგილების ამსახველ ჩანაწერებს), პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, როგორც ყოველთვის თანამშრომლობდა ომუბდსმენის აპარატთან, ახლაც მისცეს მას მოცემული ვიდეოჩანაწერების გაცნობის საშუალება" - ვკითხულობთ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42