საბჭოთა მენტალობის ტყვეობიდან დიდი ეროვნული შერიგებისკენ... რატომ ვართ ამ დღეში და რა არის გამოსავალი? - მამუკა ხაზარაძის ვრცელი წერილი
პოლიტიკა - 22:21, 03 Feb, 2021     1248

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს.

იგი ქვეყანაში არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე წერს და გამოსავლის გზებზე საუბრობს.


ხაზარაძის თქმით, "უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს - დიდი ეროვნული შერიგება!"


"რატომ ვართ ამ დღეში?

იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეები ვართ... ვაყალბებთ არჩევნებს და ვებღაუჭებით ხელისუფლებას!რატომ უჭირს ეკონომიკას?იმიტომ, რომ გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, არ არსებობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. ქვეყანა ვერ გახდა მიზიდულობის ცენტრი...რატომ გარბიან ქვეყნიდან ადამიანები?იმიტომ, რომ არ მიეცათ განვითარების, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, არ მიეცათ ცოდნის შეძენის, ღირსეული სამუშაო ადგილის პოვნის და ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა.რატომ არის, რომ ქვეყანა, რომელსაც ასეთი შესაძლებლობები აქვს, სხვა ქვეყანაში მოყვანილი პომიდვრით და ხახვით იკვებება?იმიტომ, რომ დღესაც სოფლის მეურნეობა თოხზე და ბარზეა აწყობილი... არ არსებობს არანაირი ნოუჰაუ, ტექნოლოგიური მიდგომები, სიახლეები და ახალი სისტემის შემოტანის და აწყობის სურვილი...რატომ ქრება ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური რუკიდან? იმიტომ, რომ ყოველთვის ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს. დღეს, რომ ანაკლია გვქონოდა, გვექნებოდა მძლავრი პოზიციონირება რეგიონში. ვიქნებოდით სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი, კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის...რატომ არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული?იმიტომ, რომ ვერ ვცნობთ და არ ვებრძვით გარეთ მტერს და ვერ ვერთიანდებით შიგნით, არასდროს გვქონია ერთობლივი შეთანხმება, შერიგების გეგმა და აფხაზი და ოსი ძმებისთვის კონკრეტული შეთავაზება უკეთესი მომავლის შენების პერსპექტივით...რატომ არის საზოგადოება გახლეჩილი?იმიტომ, რომ არსებობს პრივილეგირებული ფენა, ორმაგი სტანდარტები და არ არსებობს კანონი, რომელიც თანაბარი იქნება ყველასთვის, რომელიც შექმნის თანასწორ გარემოს, არ წარმოქმნის სოციალურ უფრსკულს, აგრესიას და უთანხმოებას...რატომ იჩაგრებიან ადამიანები და რატომ ხდებიან პოლიტიკური მართლმსაჯულკების მსხვერპლნი?იმიტომ, რომ ქვეყანაში მოქმედებს არა დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლსაჯულება, არამედ ყველა ხელისუფლების მიერ მძევლად ქცეული და მასზე მიბმული, კლანური სასამართლო...რატომ არის ქვეყანაში ამდენი მოშიმშილე ბავშვი?იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენი შვილი არ იშიმშილებს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ბავშვები რეალურად არსებობენ და რომ ეს არის უმთავრესი და უმოკლეს ვადაში გადასაწყვეტი პრობლემა!რატომ არის ამდენი უმუშევარი?იმიტომ, რომ არასდროს არ გვქონია ეკონომიკური განვითარების მძლავრი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით და განვახორციელებდით.რატომ ვცხოვრობთ ტყუილში?იმიტომ, რომ ტყუილი ნორმად იქცა, ხოლო მატყუარა და მოღალატე ადამიანების არსებობა პოლიტიკაში თუ სახელისუფლო ვერტიკალში - ჩვეულ ამბად. იმიტომ, რომ მათთან თანავცხოვრობთ, ვეგუებით და ვემსგავსებით..! როგორც ოთარ ჭილაძე წერდა: „თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ, არ ჩამოართვათ ხელი გარეწრებს"
როგორ გადავრჩეთ?ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე! ქართული სული, ტრადიცია, კულტურა უნდა იყოს ყველა საქმის ამოსავალი წერტილი და საფუძველთა საფუძველი. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს - დიდი ეროვნული შერიგება!" - წერს მამუკა ხაზარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42