"მთავარი არხის" ეთერში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, ხომ ოცნებას სრული განუკითხაობა სურს, ოპოზიცია კი იმისთვის სჭირდება, რომ "ლეღვის ფოთლად აიფაროს". ხუხაშვილის ასევე გამოეხმაურა წულუკიანის საქციელს, რომელმაც გვარამიას ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. მისი შეფასებით, ის ივანიშვილის სახეა და მან მორალური ფსკერი ჩაანგრია:
"ქართული ოცნების ქმედებები დღის განმავლობაში, იმაზე მეტყველებდა, რომ მათ ოპოზიცია იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, არამედ ფეხის შესაწმენდად და მეტი არაფრისთვის. წულუკიანმა, შეიძლება ითქვას, მორალური ფსკერი ჩაანგრია და დღევანდელი კომენტარები, საერთოდ... პარლამენტის თავმჯდომარე ერთ რანგში აყენებს თავის თავს ტელევიზიასთან...
ხელისუფლებას სრული განუკითხაობა უნდა და ოპოზიცია სჭირდება იმისთვის, რომ ლეღვის ფოთლად აიფაროს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






