თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დიდი აღიარება
საზოგადოება - 17:02, 03 Feb, 2021     1471

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ხათუნა ლომაური ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ნეონატოლოგიის მიმართულების ექსპერტი გახდა.

გლობალური ინიციატივები, როგორიცაა ათასწლეულის მდგრადი განვითარების მიზნები (United Nations Sustainable Development Goals) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგია დედის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის შესახებ 2016-2030 წელი (WHO’s Global Strategy for Wom­en’s, Children’s and Adolescents’ Health 2016–2030) და ყოველი ახალშობილის აქტივობის გეგმა (Every Newborn Action Plan), მიზნად ისახავს, შემცირდეს თავიდან აცილებადი მკვდრადშობადობისა და ნეონატალური სიკვდილობის შემთხვევები. აღნიშნული კი, მხოლოდ პერინატალური აუდიტის საშუალებით არის მიღწევადი.

დღეს პერინატალური სიკვდილობის აუდიტს მრავალი ქვეყანა მიმართავს. ამისთვის, სათანადო დარგის ექსპერტების ჩართულობით იქმნება კომიტეტები. საქართველოში პირველად მსგავსი აქტივობა 2016 წელს დაიწყო. ქვეყანაში განხორციელდა პერინატალური სისტემის რეგიონალიზაცია, აუდიტის შედეგად მოხდა ამ პროცესის სწორად სისტემატიზება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.

2018 წელს, აღნიშნული აქტივობის განხორციელების სურვილით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის N1 დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ლომაურმა განაცხადი შეიტანა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში (WHO). სათანადო პროცედურების გავლის შემდგომ თსსუ-ის პროფესორის აპლიკაცია დაკმაყოფილდა, რითაც მას საშუალება მიეცა მომავალში განეხორციელებინა საექსპერტო სამუშაოები ამ ორგანიზაციის ეგიდით. ამავე წელს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით ქ. ლივერპულში გაიმართა პერინატალური დარგის ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა რომელშიც ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა ლომაურმა მიიღო მონაწილეობა.

2019 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef), ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის ვენკო ფლიპჩეს, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით შეიქმნა ჩრდილოეთ მაკედონიის პერინატალური სიკვდილობის აუდიტის კომიტეტი, რომლის მიზანს წარამოადგენდა ქვეყნის მასშტაბით პერინატალური სიკვდილობის შესწავლა. წინასწარ მომზადდა მონაცემთა ბაზა 50-ზე მეტი ცვლადით. სულ განხილული იქნა ჩრდილოეთ მაკედონიაში 2019 წელს დაფიქსირებული პერინატალური სიკვდილობის 209 შემთხვევა. ხათუნა ლომაურმა სამედიცინო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლით განიხილა ახალშობილთა სიკვდილობისა და მკვდრადშობადობის 34 შემთხვევა. შემთხვევების გაცნობა ხდებოდა ადგილზე. კვლევაში ხათუნა ლომაურთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტი ნატალი რუსი (კაროლინსკას ინსტიტუტი, შვედეთი) და პერინატალური აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე გლიგორ ტოფოსკი (ჩრდილოეთ მაკედონია). პროცესის უშუალო ლიდერი და კოორდინატორი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ქვეყნის ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორი ნინო ბერძული. მონაცემთა ბაზის სტატისტიკური ანალიზი განხორციელდა კაროლინსკას ინსტიტუტის ბაზაზე, რომლის საფუძველზეც 2020 წლის შემოდგომაზე დაიწერა საბოლოო რეპორტი შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

დოკუმენტმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს ფარგლებში გაიარა შემდგომი ექსპერტიზა, რედაქტირება და დამტკიცება. 2021 წლის იანვარში მოხსენება ოფიციალურად განთავსდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე https://apps.who.int/iris/handle/10665/338875.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ ხათუნას ამ დიდ აღიარებას და უსურვებს მას ხანგრძლივ და ნაყოფიერ საქმიანობას!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42