დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - პოლიციამ "ქართული მარშის" აქტივისტები დააკავა
პოლიტიკა - 15:14, 03 Feb, 2021     1405

ხმაური და დაპირისპირება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც "ქართული მარშის" წევრები აქციას მართავდნენ.

ისინი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ და მოსალაპარაკებლად 10 წუთი მისცეს, დროის ამოწურვის შემდეგ კი ეზოს ჭიშკარზე ბოქლომის დადება სცადეს, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება, რის შედეგადაც "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა და მოძრაობის კიდევ ერთი წევრი პოლიციამ დააკავა.

მარშის წევრები ზურაბიშვილისგან განმარტებას მოითხოვდნენ და მას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გამო აკრიტიკებდნენ:

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე დავით გარეჯის დროებით დაკარგვისა, არის საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი პროვოკაციული ფრაზა არავითარი შემთხვევითობა არ იყო, რომელიც თავის დროზე დავით გარეჯში თქვა. ეს იყო მიმართული იმისკენ, რომ დაწყებულიყო ის პროცესები, რომელიც გარეჯში მიმდინარეობს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ამოიწიეს ზემოთ და დაიკავეს ჩვენი ეკლესია-მონასტრები. მოვედით, რომ პასუხი ვაგებინოთ თავის ქმედებაზე და სასწრაფოდ მოვითხოვოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა“, - განაცხადა „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების დროს დაკავებულები დიღმის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42