ეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან არ სურთ დააფიქსირონ პარტნიორებთან, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი - თარხნიშვილი მანდატებზე
პოლიტიკა - 11:05, 03 Feb, 2021     794

ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის საპარლამენტო მანდატების არ გაუქმებას ეხმაურება.

თარხნიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება იყო ქართული ოცნების არაადეკვატური ნაბიჯების გაგრძელება, რადგან მანდატები პარამენტს დიდი ხნის წინ უნდა გაეუქმებინა, თუმცა როგორც თარხნიშვილი ამბობს, ქართულ ოცნებას აქვს შიშის ფაქტორი, პირველ რიგში უცხოელ პარტნიორებთან, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მძიმე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და ხელახალ არჩევნებამდე ქართულ ოცნებას შეუძლია გააგრძელოს მასკარადი.

„გარკვეულწილად ეს იყო ქართული ოცნების არაადეკვატური ნაბიჯების გაგრძელება და განსაკუთრებით საინტერესოა ის განცხადებები, რომელიც ამ მანდატის არ გაუქმების საფუძვლად დადეს. ერთიმხრივ, ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს მრავალპარტიული პარლამენტი და ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის იქ შესვლა მათ არაფერში არ სჭირდებათ და მეორემხრივ, ვერ თუ არ აუქმებენ მანდატებს.

ეს საკითხი დიდი ხნის წინაც უნდა გადაწყვეტილიყო, გამომდინარე კანონმდებლობიდან, მაგრამ ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ქართული ოცნება საკუთარ მიღებულ კანონებსაც არღვევს, როგორც კი მას ეს დასჭირდება.

ამავდროულად, ეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან არ სურთ დააფიქსირონ პარტნიორებთან პირველ რიგში, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი, რაც ფაქტობრივად ასეა და ასე იქნება იქამდე, სანამ ისინი არ აღიარებენ, რომ 2020 წლის არჩევნები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის აზრს და შესაბამისად, ვიმყოფებით ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ხელახალი არჩევნები.

ეს არის ერთადერთი გამოსავალი და იქადმე ეს მასკარადი შეუძლიათ გააგრძელონ“ - განაცხადა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42