"ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროვებას აფასებს ოპოზიციაც.
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება .
"პოლიტიკური აქტი იყო, ეს არ არის რაღაც შემთხვევითი შეცდომა, მიზანმიმართულად გააკეთა და შეუძლებელია სხვა რამეს ისახავდეს მიზნად, გარდა იმისა, რომ აგრესიულად განწყობილი ადამიანები მიუქსიონ ამ შემთხვევაში გვარამიას. ამორალური ქმედებაა და მაგის თქმა მინდა, რომ არ ესმის და ვერასოდეს ვერ გაიგებს რატომაა ამორალური ქმედება, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ამაბვი, უნდა, რომ ასეთ საზოგადოებაში იცხოვროს", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, წულუკიანმა პერსონალური ინფორმაცია გაასაჯაროვა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში არ სჯერა, რომ მას ვინმე დასჯის.
მასალის გამოყენების პირობები






