ყოფილი მთავარი აუდიტი, ლაშა თორდია მისი ცემის საქმეზე ოთარ ფარცხალაძის გამართლებას ეხმაურება.
იგი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ყველა ინსტიტუტზე ზემოთაა. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა.
"სასამართლომ თქვა, რომ ბანდიტი ოთარ ფარცხალაძე დგას ყველა ინსტიტუციაზე ზემოთ. ყველა ის სამსახური, რომელიც უნდა რეაგირებდეს კორუფციაზე, იცავდეს ადამიანის უფლებებს თუ რაღაცას უნდა აკეთებდეს ამ ქვეყანაში, არის მიწასთან გასწორებული და განადგურებული. თავს დამესხა დაახლოებით 10 ადამიანი, ერთ-ერთი ამოვიცანი მე, ჩოხელი, თორემ გამოძიებას არ დაუდგენია. ოთარ ფარცხალაძემ დაიწყო ეს კონფლიქტი, ოთარ ფარცხალაძემ დამიწყო საქმის გარჩევა, თუ რა კომპრომატებს ვაგროვებდი მასზე",-აცხადებს თორდია.
მისი ადვოკატი, ეკა ქობესაშვილის თქმით კი, ეს იყო "შეთანხმებული ბრალის შეთანხმებული განაჩენი"
"ბრალდებული საერთოდ არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესებზე, საერთოდ არ გრძნობდა პასუხისმგებლობას როგორც ბრალდებული, რომ უნდა გამოცხადებულიყო პროცესებზე, პატივსაც არ სცემდა სასამართლოს. შეთანხმებული ბრალის შეთანხმებული განაჩენი- შემიძლია ასეთი შეფასება მივცე ამ საქმეს. მან იცოდა, რომ გამართლდებოდა და ეს იყო მხოლოდ ფორმალურად, საზოგადოების თვალში შექმილი საქმე", - აცხადებს ადვოკატი მთავარ არხთან.
მასალის გამოყენების პირობები






