"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიამ კიდევ ერთი შანსი მისცა ოპოზიციის დეპუტატებს და ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ მანდატების შეჩერებაზე.
მისი განცხადებით, ბევრი ოპოზიციონერი თავს იკავებს კამერებთან გამოჩენისგან და არ ხსნიან მათ პოზიციას, სწორედ ასეთ დეპუტატებს მისცეს კიდევ ერთი შანსი.
"ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ ისინი გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება ერთი მხრივ, მოსახლეობის და ამომრჩევლის მინიმუმ 2/3-ის გამომხატველი. 39% არის ის რიცხვი, რომლებსაც წარმოადგენენ საპარლამენტო ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს მანდატების შეწყვეტას ითხოვენ და რისგანაც ჩვენ თავს შევიკავებთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებენ ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატები შეუჩერონ.
მასალის გამოყენების პირობები






