პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ოპოზიციის მანდატების არ გაუქმებაზე , ეხმაურება და აცხადებს, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს და მისივე თქმით, მადლობაც უნდა გადაუხადონ.
მეგრელიშვილი თვლის, რომ სწორი მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა.
"ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა ოცნებამ, ალბათ მადლობაც უნდა ვთქვათ, რადგან გუშინ ჩვენი განცხადებაც იყო ამის შესახებ. არამხოლოდ ჩვენი განცხადებები იყო, ევროპარლამენტარები, პრეზიდენტიც კი გამოვიდა. მგონი, სწორი მიმართულებით დავიწყეთ რაღაცნაირად მოძრაობა. გაგვიჩნდა დრო, რა პოზიციაც გვქონდა ავხსნათ კიდევ ერთხელ, გასაგები გახდეს, რომ ის მოლაპარაკებები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა, მართლა ღირებულებებს შეიცავს", - ამბობს მეგრელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 2 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციონერ პარლამენტართა მოთხოვნას, მათი საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილებს. კობახიძემ ახსნა, რომ ოპოზიციონერთა ნაწილს პარლამენტში შესვლა სურს, თუმცა საჯარო წნეხისა და "ბულინგის" გამო ამის გაკეთებას ვერ ბედავენ.
მასალის გამოყენების პირობები






