სინამდვილეში ეს არის დრო ქართული ოცნებისათვის, რომ პარლამენტში დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ - ნადირაშვილი კობახიძის განცხადებაზე
პოლიტიკა - 13:54, 02 Feb, 2021     719

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, კობახიძის განცხადებები საბოტაჟთან დაკავშირებით გაუგონარი და უპრეცედენტოა, ხოლო ამ საქციელით ქართული ოცნება არღვევს კანონმდებლობას, რადგან ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში შეუძლებელია.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებები კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომ ისინი არიან ბულინგის ქვეშ, ამ ადამიანებისათვის შეურაცხყოფაა. ნადირაშვილის თქმით, თუ ვინმეა დაბულინგებული დღევანდელ პარლამენტში და თუ ვინმე დადის სხვის აზრზე, ეს ყველაზე მეტად ირაკლი კობახიძეა.

„ირაკლი კობახიძემ გამოიყენა გაუგონარი ტერმინები საბოტაჟთან დაკავშირებით, ამ მოტივით მათ უარი თქვეს, რომ ოპოზიციას შეუწყვიტონ საპარლამენტო მანდატები, ეს გაუგონარი ქმედებაა, როდესაც არსებობს განცხადებები და ადამიანები უარს ამბობენ გაყალბებული არჩევნების შედეგის მიღებაზე, ამ ვითარებაში ეს საქციელი არის უპრეცედენტო, გაუგონარი და კანონმდებლობის დარღვევა, ადამიანების ძალით გაჩერება პარლამენტში არის შეუძლებელი.

რაც შეეხება მოტივს, რომ მეტი დროს მისცენ ოპოზიციას, ეს არის სინამდვილეში დრო ქართული ოცნებისათვის, რომ პარლამენტში დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ და მეტი ელისაშვილი იპოვონ.

ვფიქრობ, რომ საერთო სურათი მაინც ვერ შეიცვლება, ერთი და ორი ადამიანის შესვლა პარლამენტში არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შეიცვლის ხასიათს და ის არ იქნება ჩრდილოკორეის საკანონმდებლო ორგანო.

ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რომ არიან ადამიანები, ვისაც სურთ პარლამენტში შესვლა, უკვე გვესმის დიდი ხნის განმავლობაში, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება ადამიანებისათვის, თითქოს მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი, ნება და ექცევიან სხვების ბულინგის ქვეშ, თუ ვინმეა დაბულინგებული ამ პარლამენტში და თუ ვინმეს საკუთარი აზრი არ გააჩნია და მხოლოდ ივანიშვილის გონების კარნახით მოქმედებს, ეს გახლავთ სწორედ ბატონი კობახიძე, რომელიც დღეს მორიგი ბოდვით გამოცხადდა ჩვენს წინაშე.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42