მოვუწოდებ პატარა პარტიებს, არ გახდნენ სააკაშვილის მძევლები - ირაკლი ზარქუა
პოლიტიკა - 13:08, 02 Feb, 2021     772

მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ვისაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურს, შევიდეს. მისი თქმით, პატარა პარტიები სააკაშვილის ინტერესს არ უნდა შეეწირონ:

“სააკაშვილის ინტერესი პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება არ არის. მისი ინტერესია რევოლუციური ხედვა და გზა. სხვათაშორის, იმ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღოთ, თავიდანვე მაინც რევოლუცია იყო ჩვენი ამოცანაო. ამას ვეუბნებოდით იმ პატარა პარტიებს, რომლებსაც მოსახლეობაში მხარდაჭერა და ნიშა აქვთ, რომ ნუ გახდებიან მძევლები. აგერ არის ბურთი და მოედანი. ვისაც რამე იდეა ან ხედვა აქვს, ილაპარაკოს. რევოლუციების გზა - ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც ამერიკის წარმომადგენელმა თქვა, როდესაც ჩამოვიდა. გადაყვეტილება ისაა, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, ვიღაც შევა თუ არა პარლამენტში, არამედ არის ის, რომ როგორ ვუმკურნალოთ უმუშევრობას, დასაქმებას და როგორ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალი. ვისაც უნდა შემოვიდეს, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42