ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ შემოვსულიყავით და ადამიანები გამოსულიყვნენ საპატიმროებიდან, ჩვენ სინდისთან ვართ მართლები - ლევან იოსელიანი
პოლიტიკა - 11:39, 02 Feb, 2021     791

პარლამენტში შესული ოპოზიციონერი, "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების განხილვას უკვე საკანონმდებლო ორგანოდან ეხმაურება და მოუწოდებს "ოცნების" წევრებს, რომ სივრცე დატოვონ მოლაპარაკებებისთვის.

"ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ "ქართული ოცნება" დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და არ დაუჭერს მხარს მანდატების გაუქმებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი ეს არის მოლაპარაკებების გაგრძელება, ჩვენ დავამტკიცეთ ეს, გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, მივიყვანეთ ეს ბოლომდე და შეთანხმებას, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის სრულიად ოპოზიციის მონოპოვარი, მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია და მგონია, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ არ გაუუქმონ მანდატები დეპუტატებს. ჩვენ პარლამენტში შემოსულები ვართ იმისთვის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იყოს და არჩევნების შემდგომი დღე იყოს მშვიდი და არ იყოს ერთმანთთან დაპირისპირების, ბოიკოტის და ერთმანეთზე თავდასხმის მიზეზი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ სინდისთან ვართ მართლები. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აქ შემოვსულიყავით და ადამიანები გამოსულიყვნენ საპატიმროებიდან. გარეთ არის დარჩენილი 54 დეპუტატი, რომელთაც აქვთ რესურსი გააგრძელონ მოლაპარაკებები და აქვს რესურსი, რომ მიაღწიოს დანარჩენს ყველაფერს რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო თვალსაზრისით, კანონმდებლობის თვალსაზრისით, რეფორმის თვალსაზრისით წამოვიღეთ შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნისთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი", - აცხადებს ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42