"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გვარამიას სასამართლო პროცესის განახლებას ეხმაურება და აცხადებს, ხელისუფლების ოპონენტებისთვის სასამართლოში სიარული თანმდევი პროცესია. მისი თქმით, ადამიანებს დროს იმასში აარგვინებენ, რაშიც არ უნდა იკარგებოდეს:
"სასამართლო პროცესებზე სიარული თანმდევი პროცესია ნებისმიერი, საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქისთვის, ვინც წინააღმდეგობაში მოდის არსებულ ხელისუფლებასთან და მე მგონია, რომ ნიკა გვარამია არ არის ამით დიდად გაკვირვებული, ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ყველაზე ძვირფასი რაც არის ადამიანის ცხოვრებაში - დრო, იკარგება იქ, სადაც არ უნდა იკარგებოდეს", - აცხადებს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათზე განახლდება. გამოძიება მას რუსთავი 2-ის ქონების გაფლანგვას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






