"ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება "გზაში წამოეწიათ".
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე არგუმენტების ჭიდილი იყო და ბევრი ფაქტორი გაითვალისწინეს, მათ შორის პრეზიდენტის და ელჩის განცხადებებიც.
"პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, ანუ არგუმენტების ჭიდილი, როდესაც ერთი, ან მეორე მიმართულებით იყო ბევრი ფაქტორი გათვალისწინებული. ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ და ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. საბოლოო ჯამში, ბევრი არგუმენტი იყო სასწორის ორივე მხარეს და ხვალ უკვე დეტალურად იქნება ცნობილი, ამ მსჯელობის შესახებ" , - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსნებთ, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს, აგაზაფხულო სესიამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მიმართა და მოუწოდა, არ გააუქმოს მანდატები.
მასალის გამოყენების პირობები






