შესაძლოა ჩვენი გადაწყვეტილება ოპონენტების ნაწილს არ მოეწონოს - მდინარაძე მანდატების გაუქმებაზე
პოლიტიკა - 22:56, 01 Feb, 2021     1154

"ქართული ოცნება" ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხვალ, სხდომის შემდეგ გამოაცხადებს.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციური დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭირონ უმრავლესობის სხდომაზე, ასევე ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" და მათი პოზიცია სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რომელიც საბჭოს სხდომაზე მიიღეს, თუ ძალაში დარჩება და საბოლოო იქნება, შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს არ მოეწონოთ.

"დღეს მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტზე გითხრათ. ამ პროექტს სჭირდება ხვალ უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით გარკვეულ პოზიციაზე, რომელიც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ.

შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ნაწილს ჩვენი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, არ მოეწონოს. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში იმის საპირისპიროდ, რასაც ტელეეთერებში ვხედავდით, რომ ისინი გაგულისებულები და საკმაოდ მაღალ ტონში საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევწყვიტოთ უფლებამოსილება, რადგან მათი ნება ასე იყო გამოხატული, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით როგორც კულუარებში, ასევე ოპოზიციის მედია საშუალებებში, ყველა დეპუტატის პირადი მოსაზრების დონეზე იყვნენ დაინტერესებულები, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ. გამოჩნდა, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ასე დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება ძალიან დიდი ნერვიულობაა“,- განაცხადა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42