უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება ივერი მელაშვილმა თავდასხმას და აცხადებს, რომ "ეს წინა ხელისფულების ხელწერაა და არა "ოცნების".
მდინარაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ფორმით თავდასხმა ადამიანზე "ქართული ოცნების" გუნდისთვის მიუღებელია და ეს მათ არ ახასიათებთ.
"ყველანაირ თავდასხმას, ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს, რაც შეეხება წახალისებას, მე ამ კითხვას არ მივიღებდი. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია დღევანდელ სიტუაციაში "ქართული ოცნების" დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის და თუნდაც კითხვის დასმის საშულებასაც კი, თუმცა ეს თქვენი საქმეა, რა თქმა უნდა, რომ ვიღაცას ახალისებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ "მოღალატე" , "გამყიდველი“ უწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






