"მანაც კი აღიარა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია" - მელია ზურაბიშვილზე
პოლიტიკა - 21:32, 01 Feb, 2021     1931

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, და აცხადებს, რომ თავად ზურაბიშვილმაც აღიარა რომ პარლამენტი ერთპარტიულია.

მელიას თქმით, ოპოზცია უარს ამბობს გაყალბებული არჩევნებისთვის მწვანე შუქის მიცემაზე და ახლა გაფორმება მოპარული არჩევნებისა, იქნება ღალატი ჩვენი შვილების და მომდევნო თაობების.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექსტი დაუწერეს და გაუგზავნეს მის პრესსამსახურს მეილით, მან უბრალოდ ბრიფინგი ჩაატარა.

"მანაც კი აღიარა [სალომე ზურაბიშვილმა], რომ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული, არადა რომ ჰკითხოთ, იქ [პარლამენტში] რამდენიმე პარტია უკვე შევიდა, ზოგი შედის. თუკი რამდენიმე ოპოზიციური პარტია შესულია, ქალბატონი სალომე რატომ საუბრობს, რომ მიუღებელია, სახელმწიფო ჰქონდეს ერთპარტიული პარლამენტი და ოპოზიცია არ იყოს იქ წარმოდგენილი. ანუ, თავადვე აღიარა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის სიმართლე, რომელიც საყოველთაოა - რეალური ოპოზიცია უარს ამბობს გაყალბებული არჩევნებისთვის მწვანე შუქის მიცემაზე. ახლა გაფორმება მოპარული არჩევნებისა, იქნება ღალატი ჩვენი შვილების და მომდევნო თაობებისა... დაუწერეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექსტი და გაუგზავნეს მის პრესსამსახურს მეილით. მან უბრალოდ ბრიფინგი ჩაატარა" ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, ოპოზიციისთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42