პარლამნეტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული დეპუტატი, "ევროპული სოციალისტების" წევრი , დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებენ , იმისთვის, რომ ოპოზიციის მანდატები არ გაუქმდეს.
"ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ კიდეც, დიალოგი გვაქვს იმისთვის, რომ ეს საკითხი ჩავარდეს. ანუ, შესაძლებლობა დარჩეს შესაძლებლობა, რომ იმის მიუხედავად, რომ თითქოს ვადაა დათქმული, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ აზრის შეცვლა მოხდება, მათ პოტენციური საშუალება მაინც დარჩეთ, რომ შევიდნენ... ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც, საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, ის რაც დღეს არის, ასე ვერ დარჩება, გავიდა რამდენიმე თვე და მართლაც შეიცვალა. იმ მომენტში, შესაძლოა, ოპოზიციას შინაგანად ჩამოუყალიბდეს თავისთვის სურვილი, რომ შევიდეს, მხარი დაუჭიროს ცვლილებას, ანუ, რომ 2/3 შევკრიბოთ და ამის შემდეგ, თუ უნდა გავიდეს ისევ უკან" ,- განუცხადა ზილფიმიანმა "ფორმულას".
მასალის გამოყენების პირობები






