ჭყნდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, გარეჯის საქმე პოლიტიკოსებმა ბინძურ წინასაარჩევნო კამპანიად გამოიყენეს და ის რეალურად ГРУ-ს პროექტი იყო. ცაავას თქმით, მცდელობის მიუხედავად, არჩევნები მაინც გასაყალბებელი აღმოჩნდა.
"წინასაარჩევნო ბინძურ კამპანიად გამოიყენეს, რა თქმა უნდა, ეს იყო ГРУ-ს პროექტი, ტელევიზიების წყალობით, იმისა, რომ ინფორმაციამ გაჟონა, მოასწრო ინფორმირება საღი აზრისა, მაინც გასაყალბებელი გამოდგა არჩევნები.
მე ვფიქრობ, რუსეთი არ დაცხრა, რომლის ინტერესებშიც ეს იყო, მას ახალი ინტერესები აქვს, რაღაც პირობები გაუჩნდა ყარაბაღის ომის შემდეგ პერიოდში კავკასიაში, რათა ახალი თამაში წამოიწყოს. ის არ დაცხრა, ვინაიდან რეგიონალური კონფლიქტი ყველაზე მეტად აწყობს მას, არამხოლოდ ქართველი ერის, არამედ, კავკასიის დაუძინებელ მტერს.
მაშინ, როდესაც აზერბაიჯანთან მიმართებით, ხელისუფლება, რომელიც დევნილს, აფგან მუხტარლის დაიჭერს ლამის, საბარგულით გადასცემს ამ მეზობელ ქვეყანას, შეუძლებელია პარტნიორობა ღირსეულ ფორმატში. იმ ქვეყნის მმართველობა, როცა საკუთარ ინტერესებს აი, ასე ფეხქვეშ გათელავს, რომ ადამიანს მოიპარავს და საზღვარს მიღმა ჩააბარებს, შეუძლებელია" - განაცხადა პერე ცაავამ.
მასალის გამოყენების პირობები






