"პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში შესულიყო, უკვე შევიდა"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.
მისი თმით, "სხვა პარტიები ოპოზიციურ სპექტრში არ აპირებენ შევიდნენ ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული".
ბოკუჩავას განცხადებითვე, რიგი პოლიტიკოსების გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ ამით ვერ შეცვალა ერთპარტიული პარლამენტის მოცემულობა, იმიტომ, რომ ისინი თავად "ქართულ ოცნებაში" შევიდნენ .
'მათ ნაცვლად, ამ შანტაჟს თავს დავანებებდი და ამით განვაცხადებდი ღიად, რომ არ ვაკმაყოფილებ და მოლაპარაკებისთვის კარს ვტოვებ ღიას, ან თუ მართლაც აპირებენ დაკმაყოფილებას, დროულად დავაკმაყოფილებდი. მუდმივი სპეკულირება, შანტაჟი, ვაჭრობა, ძალიან სამარცხვინოა მათი მხრიდან და ხაზს ვუსვამ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერნი არიან თუნდაც მოლაპარაკების პროცესში და ყოველგვარი მორალისგან და პრინციპულობისგან დაცლილია მათი პოლიტიკა," - აცხადებს ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






