"თუ შემოგაკლდებათ პრეზერვატივი, გამოგიგზავნით" - მეუფე საბა მთავარ არხს მიმართავს
პოლიტიკა - 17:05, 01 Feb, 2021     2273

მეუფე საბა მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მას სიბინძურესა და "ეშმაკის საქმეს" უწოდებს. საუბარია რეპორტაჟზე, რომელიც სასულიერო პირის ბიზნესინტერესებს ეხებოდა:

"ვერ გააკეთეს ისეთი სიუჟეტი როგორიც უნდოდათ და პირდაპირ გეტყვით, ბატონო გვარამია - დიდი ანგარიშით მოგიგეთ. ამაზრზენი ისაა, რომ ბოლოში მიაწერეს და გამოაცხადეს, რომ მე, ვითომ, რაღაც საქმიანობას ვეწევი. აი, იმ სიუჟეტის მერე, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს, არ ვიცი. გამოაცხადეს, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბასა და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. პატრიარქს რა დააბრალეს, მე რას მაბრალებ, სხვებს რას აბრალებენ, იმას, რაც შენთვის ყველაზე მტკივნეულია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლსა და შენს კაბინეტში მოიკითხე და თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით.

დიახ, მივმართავ იმ ტელევიზიას, სადაც ამის საჭიროების მქონე ადამიანები მრავლად არიან. დაანებეთ ამ ქვეყანასა და ამ ხალხს თავი. თქვენგან საცდური მოდის და ვისგანაც საცდური მოდი, უფალი ამბობს - ვინც აბრკოლებს ადამიანებს ჩემთან მოსასვლელად უმჯობესია, წისქვილის ქვა დაიკიდოს და წყალში გადავარდეს" - განაცხადა მეუფე საბამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42