როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ოპოზიციას წინასწარ ვერ შეპირდებიან თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უფლებამოსილების შეწყვეტაზე.
„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევიკრიბებით დღეს პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხვალ უმრავლესობის ფორმატში, კიდევ ერთხელ გავივლით თუ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საბოლოოდ. ვერანაირ გარანტიას მათ შიშებთან დაკავშირებით ვერც დღეს ვერ მივცემ, წინასწარ ვერ შევპირდებით იქნება ეს შეწყვეტაზე გადაწყვეტილება, თუ არ იქნება“,-აცხადებს მდინარაძე.
დეპუტატი „გირჩის“ განცხადებასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტრუქციულად იმოქმედებს.
„ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პირადად ჩემი და „გირჩის“ წარმოდგენები და რწმენა ერთმანეთს არ ემთხვევა. მათ შორის, არც იმ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ისინი ფიქრობენ, რომ კონსტრუქციულად იმოქმედებს მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“. ამას ისინი აფიქსირებენ, როგორც საჯარო შეხვედრებში, ასევე მათმა ლიდერმა ეს ჩემთან პირად საუბარშიც დააფიქსირა. მე ვფიქრობ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ვარიანტში რადიკალური დღის წესრიგი ექნება“, - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






