პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვერ ასახელებს ზუსტ თარიღს, როდის მიიღებს ქვეყანა ფაიზარის ვაქცინას.
ეს მაშინ, როცა გახარია 30 იანვარს წერდა, რომ ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა.
დღეს მთავრობის მეთაურმა მედიას უთხრა, რომ საქართველო იმ პირველი 18 ქვეყნის სიაში იქნება, რომლებიც ფაიზარის ვაქცინას "უახლოეს პერიოდში" მიიღებენ.
"ყველანი ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, რადგან ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელსაც ეგონათ განახორციელებენ, ვერ ახორციელებენ. ეს არის ობიექტური რეალობა.
მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ წიდრო კომუნიკაცია გვქონდა და როგორც შედეგი, საქართველო იქნება პირველ 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ ფაიზერის ავქცინას. ფაიზერს მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რათა ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში, ავცრათ ექიმები", - აცხადებს გახარია.
მასალის გამოყენების პირობები






